ინფორმაცია მომწოდებელთათვის

ჰაიდელბერგცემენტი ესადაგება ევროპულ სტანდარტებს მენეჯმენტის და წარმოების ყველა სფეროში. კომპანიის მომარაგების სექტორი მოქმედებს SA 8000 სტანდარტით გათვალისწინებული საერთაშორისო სოციალური პასუხისმგებლობის მოთხოვნების, ISO 14001 გარემოს დაცვის სტანდარტისა და საერთაშორისო პროფესიულ გაერთიანებათა პრინციპების შესაბამისად. სწორედ ეს საყოველთაოდ მიღებული „მომწოდებლის საქმიანობის კოდექსი“ უდევს საფუძვლად ყველა სახის საკონტრაქტო ურთიერთობას. ჰაიდელბერგცემენტი აფასებს ახლო, პროდუქტიულ და ხანგრძლივ წარმატებულ თანამშრომლობას მის მომწოდებლებთან.

შესყიდვის კატეგორიები:
  • ცეცხლგამძლე აგურები
  • ელექტროობა, ბუნებრივი აირი, ნახშირი და საწვავები
  • დამფქვავი სფეროები
  • მძიმე ტექნიკა
  • ლაბორატორიული მოწყობილობები
  • შესაფუთი მასალები
  • ბეტონშემრევი მანქანები
  • ქვიშისა და ღორღის სამსხვრევი ტექნიკა
  • დანამატები
  • კომპიუტერული მოწყობილობები
  • ელექტრული მოწყობილობები
  • ალტერნატიული საწვავი
  • ბურღვა-აფეთქება