ქარხნები

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია მართავს ცემენტის სამ ქარხანას – კასპში (1) და რუსთავში (2), ერთ ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. მშრალი მეთოდით წარმოების ინტეგრირებული ცემენტის ქარხანა რუსთავში (ქართული ცემენტი) ექსპლუატაციაში  2008 წლის იანვარში შევიდა. 

ყველა დეპარტამენტი: გაყიდვები, შესყიდვები, საფინანსო, ტექნიკური, ადამიანური რესურსების, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოება, იურიდიული, გარემოს დაცვა, მარკეტინგი და საინფორმაციო ტექნოლოგიები - ექვემდებარება ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას.

გარდა ამისა, 2018 წლის ბოლოსთვის დასრულდება კასპში ცემენტის მშრალი ხაზით წარმოების ახალი ქარხნის მშენებლობა. ეს პროექტი, 100 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო ბიუჯეტით და  უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, მნიშვნელოვნად შეამცირებს საწარმოო დანახარჯებს და გაზრდის წარმოების მოცულობას 3000 ტონამდე დღეში.

საინვესტიციო პროექტი კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს საწარმოო პროცესის უმაღლეს სტანდარტებს და გამოიწვევს უფრო მაღალ ეფექტურობას.

ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯია

ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯია სამშენებლო მასალების წარმოების მსოფლიო ლიდერია - კომპანია საქართველოში 2008 წლის აგვისტოში დაარსდა. კომპანიამ მუშაობა ორი სტაციონარული ქარხნით დაიწყო ფონიჭალში და გლდანში, თუმცა მალევე გაფართოვდა და მთელი რეგიონი მოიცვა.

დღეისათვის ჰაიდელბერგბეტონი მართავს 2 სტაციონალურ და 11 მობილურ ქარხანას, კომპანია ბეტონით ამარაგებს თითქმის ყველა მნიშვნელოვან სამშენებლო ობიექტს საქართველოში.

ჰაიდელბერგბეტონი თავის მომხმარებლებს სთავაზობს ლაბორატორიული მომსახურების ფართო არჩევანს: ბეტონის, მყარი სტრუქტურების და ინერტული მასალებისთვის.