კლიმატის დაცვა

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებას საქართველოში, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ქარხნები ფუნქციონირებსამ მიზნით, კონკრეტულად კი ეკოლოგიის პრობლემების აღმოსაფხვრელად, დიდი ინვესტიცია ჩაიდო კასპსა და რუსთავში. ჩვენი ყოველდღიური აქტივობები და პასუხისმგებლობები მოიცავს აღნიშნული ქალაქების მაცხოვრებლებთან შეხვედრას, რომლის მიზანი მუდმივი კომუნიკაციის შექმნა, შესაძლო პრობლემების გამოვლენა და მათი გადაჭრაა.

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას მიზანი გარემოს დაცვის სფეროში კლიმატის დაცვა, ემისიების და გარემოზე საწარმოების ზემოქმედების შემცირება გახლავთ. ამისათვის საჭიროა მაღალი სტანდარტები, რის მიღწევასაც კომპანია საერთაშორისო ჯგუფში ცოდნის გაცვლით და გარემოსდაცვითი მმართველობის სისტემის დანერგვით ახერხებს.

ჰაიდელბერგცემენტის საერთაშორისო ჯგუფის მიერ საწარმოებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ფილტრების დასამონტაჟებლად 12 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. ფილტრების პროექტი 2007 წელს დაიწყო და 2008 წლის ბოლოსკენ დასრულდა. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საშუალებას გვაძლევს, ნაკლები ზიანი მივაყენოთ ადამიანებს და გარემოსსაწარმოებში მტვრის უტილიზაცია 99%-მდეა შემცირებული, რაც იმის მაჩვენებელია, რომ კასპის და რუსთავის მოსახლეობას გარემოს დაბინძურება ვეღარ შეაწუხებს.