Quarry Life Award

მსოფლიოს 1000-ზე მეტ კარიერზე ჰაიდელბერგცემენტი იღწვის  უნიკალური ფლორისა და ფაუნის ხელშეწყობისათვის და ამისათვის კომპანია უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების მართვას, როგორც წიაღისეულის მოპოვების დროს, ისე შემდგომ პერიოდში.

Quarry Life Award საერთაშორისო კვლევითი და საგანმანათლებლო კონკურსია, რომელსაც კომპანია ჰაიდელბერგცემენტი მსოფლიოს 21 ქვეყანაში ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს  კარიერების ბიოლოგიური ღირებულების შესახებ ცოდნის გაღრმავებას და  წვლილის შეტანას ბიომრავალფეროვნების განვითარებაში.

ჰაიდელბერგცემენტი იწვევს სტუდენტებს, მკველევარებს, მეცნიერებს, ექსპერტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა წარადგინონ საპროექტო წინადადებები კომპანიის კარიერებზე ბიომრავალფეროვნების ამაღლებასთან დაკავშირებით. თითოეულ ქვეყანაში ეროვნული ჟიურის მიერ შერჩეული 5 საუკეთესო პროექტის პილოტაჟისთვის მონაწილეებს ეძლევათ 5 თვე. პროექტის სრულყოფილი სახით წარდგენის შემდგომ კი კონკურსის ეროვნული ჟიური  3 საუკეთესო პროექტს გამოავლენს, რომლებიც პროექტის განსახორციელებლად საჭირო ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

დამოუკიდებლად ეროვნული კონკურსისა, თითოეული ქვეყნის 5 პროექტი Quarry Life Award-ის გლობალურ კონკურსზე განიხილება.

Quarry Life Award კონკურსი გაძლევთ საშუალებას, მოახდინოთ თქვენი იდეების გაზიარება ეკოლოგიის დაცვისა და ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობისთვის.

ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩვენი კარიერები ღიაა შერჩეული მონაწილეებისთვის. მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ 6 თვის განმავლობაში შეისწავლონ კარიერის სხვადასხვა ჰაბიტატები, შეისწავლონ, გამოიძიონ, გაანალიზონ და გაამდიდრონ მათი ბიომრავალფეროვნება. 

 

გამარჯვებული პროექტების არქივი შეგიძლიათ იხილოთ ამ ვებგვერდზე: www.quarrylifeaward.com