ქართული ცემენტი
რუსთავში არსებული ქართული ცემენტის ქარხანა, 400 000 ტონა ცემენტის ყოველწლიური წარმოების მოცულობით, ექსპლუატაციაში 2008 წელს შევიდა. დღესდღეობით აღნიშნული ობიექტი აწარმოებს და ყიდის კლინკერს, როგორც ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფის წევრი კომპანიებისთვის, ასევე საქართველოს ბაზარზე არსებული კლინკერის სხვა მომხმარებლებისთვის.
მოკლე ისტორია
2006 წლის მაისში, ჰაიდელბერგცემენტმა ქართული ცემენტის აქციათა უმრავლესობა და გერმანიაში არსებული 120 000 ტონა ყოველწლიური წარმადობის მქონე ქარხანა შეისყიდა. კომპანიამ შეიმუშავა გეგმა, რომელიც 3 თვის განმავლობაში გერმანიის ქალაქ კიფერსფელდში არსებული ქარხნის დემონტაჟს, საქართველოში ჩამოტანას და აწყობას გულისხმობდა. აღნიშნული გეგმა სრულიად ქართველი მუშახელის მიერ იქნა შესრულებული. ქართული გუნდი შედგებოდა 27 მაღალკვალიფიციური ინჟინერის, ელექტრიკოსებისა და მუშებისგან. პროექტი იყო ქართველ და გერმანელ ზედამხედველთა და სპეციალისტთა კოლაბორაციის ძალიან კარგი მაგალითი.
კარგი დაგეგმვის და ბრწყინვალე გუნდური მუშაობის წყალობით, პროექტის პირველი ფაზა მხოლოდ 2 თვეში დასრულდა. საპროექტო გუნდი ლოგისტიკურ საკითხებზე ქართველ და გერმანელ სატვირთო ექსპედიტორებთან ერთად მუშაობდა, რის შედეგადაც საქართველოში ქარხნის დროული ჩამოტანა გახდა შესაძლებელი.
გერმანიიდან საქართველოში მოდერნიზირებული ქარხნის ტრანსპორტირება პოსტსაბჭოთა ქვეყანაში პირველი პრეცენდენტი გახლდათ და ევროპული სტანდარტის ქარხნის მინიმალური დანახარჯებით მიღების საუკეთესო შესაძლებლობას წარმოადგენდა.